Logo The GENESIS Association English version
პროექტები

 

BLS ტრენინგი

2012 წლის ივლისიდან ასოციაცია ”გენეზისში” დაიწყო გულის გადაუდებელი დახმარების (ECC) ტრენინგებში მსოფლიო ლიდერის, ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მიერ სერტიფიცირებული პროგრამის BLS (Basic Life Support - სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის) სწავლება.

აღნიშნული პროგრამის შესწავლის მსურველები კურსის წარმატებით გავლის შემდეგ იღებენ ამერიკის გულის ასოციაციის BLS პროვაიდერის სერთიფიკატებს.

კურსის კოორდინატორია ამერიკის გულის ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმთა კოლეჯის დირექტორი, ბატონი კონსტანტინოს კარავასილისი.

აღნიშნული კურსი საშუალებას აძლევს მსმენელებს, საჭიროების შემთხვევაში დროულად და სწორად განახორციელონ გულ-ფილტვის რეანიმაცია, ავტომატური გარეგანი დეფიბრილაცია, პირველი დახმარება სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს; რაც უზრუნველყოფს პაციენტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულობას და ეფექტურობას.

2012 წლის 31 ივლისს ასოციაცია ”გენეზისის” ინსტრუქტორებმა მერი ჩანჩიბაძემ, ხათუნა ჩანტლაძემ და ვალერიან ლობჟანიძემ ჩაატარეს BLS ტრენინგი.

ტრენინგი წარმატებით გაიარა ექვსმა მსმენელმა: ნინო გუმბერიძემ, ნანა კახნიაშვილმა, ალდონა კირთაძემ, ლუბა ლოლაშვილმა, მარინა მალაღურაძემ, მაია ქვარცხავამ. მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ამერიკის გულის ასოციაციის წარმომადგენელმა კონსტანტინოს კარავასილისმა დადებითად შეაფასა ტრენინგის მიმდინარეობა და შედეგები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ასოციაცია ”გენეზისს”:

მისამართი: თბილისი, ზუგდიდის 3.

საკონტაქტო ტელეფონი: 234 89 51

საკონტაქტო პირები:
მერი ჩანჩიბაძე, BLS ინსტრუქტორი, მობ: 551 38 38 03
ხათუნა ჩანტლაძე, BLS ინსტრუქტორი
ვალერიან ლობჟანიძე, BLS ინსტრუქტორი

 

Copyright © 2001-2012 ასოციაცია "გენეზისი"