Logo The GENESIS Association English version
კლინიკები: თბილისის საქველმოქმედო კლინიკა

 
"გენეზისის" საქველმოქმედი კლინიკა

ასოციაცია "გენეზისის" საქველმოქმედო კლინიკა, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისის დიდუბის რაიონში, სამიზნე ჯგუფს სთავაზობდა ექიმთა კონსულტაციებს, პირველად გადაუდებელ დახმარებას, დიაგნოსტიკურ, სრულ ამბულატორიულ, ქირურგიულ და გინეკოლოგიურ მომსახურებას.

"გენეზისის" საქველმოქმედო სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდენ ქუჩის ბავშვები და ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრების აღსაზრდელები (1000-მდე ბავშვი), რომელთაც კლინიკა ემსახურება უფასოდ. კლინიკა ასევე ემსახურებოდა რაიონის მოსახლეობას.

კლინიკა "გენეზისი" - აღჭურვილი იყო და ფუნქციონირებდა გერმანული, ჰოლანდიური და შვეიცარული ორგანიზაციების მხარდაჭერით

კლინიკა "გენეზისი" სთავაზობდა შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებას:

  • ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • პედიატრის კონსულტაცია;
  • გინეკოლოგის კონსულტაცია, ამბულატო-რიული გინეკოლოგიური პროცედურები და ოპერაციები;
  • უროლოგის კონსულტაცია;
  • ქირურგის კონსულტაცია, ყველა სახის ამბულატორიულ ქირურგიული მანიპულაცია და ოპერაცია.

კლინიკა "გენეზისი"-ს დღის სტაციონარში კომფორტულ და ზედმიწევნით ჰიგიენურ პირობებში დღის განმავლობაში უზრუნ-ველვყოფდათ გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო დახმარებას.

კლინიკა "გენეზისი" აღჭურვილი იყო თანამედროვე სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული ბაზით და სთავაზობდა:

  • შინაგანი ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევას;
  • ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ);
  • ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს.

კლინიკა "გენეზისში" აგრეთვე, შეგიძლოთ ფიზიოთერაპიული მკურნალობა.

კლინიკა "გენეზისი" საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფდა სამედიცინო მომსახურებას ბინაზე:

  • ყველა სახის სამედიცინო კონსულტაციას;
  • ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მკურნალობას;
  • საექთნო სამსახურს;
  • ელექტროკარდიოგრაფიას;
  • ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

კლინიკა "გენეზისი" თბილისში იყენებდა ფაგო-თერაპიას შემდეგი პათოლოგიების შემთხვევაში:

  • მწვავე და ქრონიკული გარე ყურის ანთება
  • მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ნაზოფარინგიტი
  • აბსცესი
  • ფლეგმონა
  • ჩირქოვქნი და გრანულაციური ჭრილობები
  • ინფიცირებული დამწვრობა
  • დისბაქტერიოზი, დისბიოზი
  • ურეთრიტი, ბალანიტი, პროსტატიტი
  • კონიუქტივიტი
  • ფურუნკულოზი
  • გავა-კუდუსუნუს კისტა (დერმოიდული კისტა)
  • პარარექტალური ფისტულა
  • ტროპიკული წყლული (დიაბეტური)
  • პლევრალური აბსცესი
  • ფაღარათით მიმდინარე ინფექციური დაავადებები


ასოციაცია "გენეზისის" ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაციის და სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილება სთავაზობდა შემდეგი სახის მომსახურებას:
  • ექიმი-რეაბილიტოლოგის კონსულტაცია
  • ზოგადი და ადგილობრივი მასაჟი
  • მასაჟი შესაბამის სამკურნალო ფიზკილტურის კომპლექსთან ერთად
  • სქოლიოზის კომპლექსი
  • ბავშვთა ცერებრული დამბლის თერაპიული კურსი (მასაჟი, წერტილოვანი თერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა)
  • გამაჯანსაღებელი კურსი
 

Copyright © 2001-2012 ასოციაცია "გენეზისი"