სატრენინგო კურსები რეგიონებში

ასოციაცია "გენეზისი" განაგრძობს მოხალისეთა მომზადებას "სოფლის თემების კატასტროფებისათვის მზადყოფნის და გადაუდებელი რეაგირების" პროექტის ფარგლებში. ტრენინგები ჩატარდა სამცხე ჯავახეთში(ბორჯომი), აჭარასა(ხელვაჩაური) და რაჭა-ლეჩხუმში (ონის რაიონი).

აჭარა; სამცხე-ჯავახეთი

27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ტრენინგები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა "გენეზისისა" და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.

გაგრძელება

პროექტში აჭარის ბინადარი 16, ხოლო სამცხე-ჯავახეთის 13 მოხალისე იქნა ჩართული. ტრენერებისა და ფსიქოლოგების საშუალებით, ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მიიღო ამომწურავი თეორიული ინფორმაცია სამაშველო და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხების შესახებ. ზოგადი, თეორიული პრეზენტაციის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს პრაქტიკულ კურსში ჩართულობის საშუალება მიეცათ.
კურსი მოიცავდა მათთვის კატასტროფის შემთხვევაში სწორი რეაგირებისა და მოქმედების სწორი სტრატეგიის განსაზღვრის პრაქტიკას, მაშველის პროფესიაში მოსალოდნელი დაბრკოლებების პრევენციის და მათი ლიკვიდაციის ძირითადი ხერხების გაცნობას.
მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევისათვის აუცილებელი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის საჭირო სავარჯიშოებში.
თითოეული მოხალისე გამოირჩეოდა ტრენინგისადმი დინამიური მიდგომით, აქტივობით,რის შედეგადაც სწორად იქნა აღქმული ტრენინგის მიზანი და შედეგიც სასურველი აღმოჩნდა.
ზემოთ აღნიშნულ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სამუშაოებში ჩართულობის და თეორიული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, შესაძლოა ითქვას, რომ მათ, როგორც მოხალისე მაშველებს, შეუძლიათ დაზარალებულისათვის სათანადო პირველადი დახმარების გაწევა, კატასტროფის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
ბოლო ეტაპზე მოხალისეებმა შეავსეს კითხვარები, რომელშიც საბოლოო ჯამში ტრენინგი დადებითად იქნა შეფასებული. მათი მხრიდან გამოითქვა დიდი სურვილი და მონდომება აღნიშნული საკითხების უფრო ღრმად შესწავლის შესახებ. ასევე, აზრი დააფიქსირეს შემდგომში პროექტის უფრო ფართო მასაზე გათვლის თაობაზე.
ადგილობრივმა სამაშველო სამსახურებმა გვაცნობეს, რომ ჩვენს მოხალისე ფომირებებს რეგულარულად ჩაუტარებენ სამაშველო მომზადების პრაქტიკულ წვრთნებს და დაიხმარენ მათ კატასტროფის დროს. ყველაზე აქტიურ მოხალისეებს კი დაასაქმებენ სახანძრო სამაშველო სამსახურებში მაშველებად.


ონი

5 დან 10 მარტის ჩათვლით, სატრენინგო კურსი რაჭა-ლეჩხუმში, კერძოდ ონის რაიონში, სოფელ შეუბანში გაგრძელდა. ასოციაცია "გენეზისისა" და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინსტრუქტორებთან ერთად, ტრენინგების წარმართვაში ადგილობრივი სახანძრო სამსახური ჩაერთო. პროექტში ჩართულმა 12მა მოხალისემ გაიარა სამაშველო, პირველადი დახმარების საკითხების თეორიული კურსი, ფსიქოლოგიური საკითხების ჩათვლით.

გაგრძელება

შემდგომ ეტაპზე მოხალისეებს კატასტროფის შემთხვევაში სწორი რეაგირებისა და მოქმედების სწორი სტრატეგიის განსაზღვრის პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცათ.
ისინი გაეცნენ მაშველის პროფესიაში მოსალოდნელი დაბრკოლებების პრევენციის და მათი ლიკვიდაციის ძირითად ხერხებს. აღსანიშნავია მოხალისეთა ჩართულობა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევისათვის აუცილებელი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის საჭირო სავარჯიშოებში.
მონაწილეთა მიერ შევსებულ იქნა კითხვარები, სადაც მათ აზრი გამოთქვეს ტრენინგის დადებითობის და მაღალი შედეგიანობის შესახებ.
სამივე რეგიონში ჩატარებული ტრენინგები ორგანიზატორთა და მონაწილეთა მხრიდან მაღალ დონეზე იქნა შეფასებული. მოხალისეთა სურვილის შესაბამისად, ასოციაცია "გენეზისი" მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას, რომელსაც უფრო დინამიური და მასშტაბური ხასიათი ექნება.
ვიმედოვნებთ, რომ პროექტის მონაწილე მოხალისეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, რაც თავისთავად გულისხმობს რეგიონებში სამაშველო სამსახურების კვალიფიკაციის გაზრდასა და პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების მქონე მოხალისეების რაოდენობის ზრდას.


სამცხე–ჯავახეთი

ბორჯომი 22.06.11

არასამთავრობო ორგანიაზაცია "გენეზისი" ხშირად ატარებს გასვლით ტრენინგებს რეგიონებში. 22 ივლისს "სოფლის თემების კატასტროფებისათვის მზადყოფნის და გადაუდებელი რეაგირების" პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია ჩატარდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო პროექტის მიზნებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, ამოცანებზე და სხვა საკითხებზე.

გაგრძელება

შემდეგ ეტაპზე მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდათ. მოხალისეებმა ადვილად აითვისეს პირველადი დახმარების სხვადასხვა უნარჩვევები. ბენეფიციარებს დაურიგდათ წიგნები პირველადი დახმარების შესახებ. თეორიული კურსის გავლის შემდეგ, მათ საშუალება მიეცათ ევარჯიშათ მულაჟებზე და პრაქტიკულად შეესწავლათ ნახვევების დადების ტექნიკა. სემინარის ბოლოს მათ მონაწილეობა მიიღეს უბედური შემთხვევის სხვადასხვა სიმულაციაში, რის შემდეგაც ჩაუტარდათ ტესტირება. მოხალისეები გამოირჩეოდნენ აქტივობით.

წაღვერი 23.06.11

23 ივლისს პრეზენტაცია წაღვერის გამგეობაში ჩატარდა. დარიგდა ბროშურები და ორგანიზაციის აპლიკაციები, რომელიც პროექტით დაინტერესებულმა 10 მა პირმა შეავსო. გაცნობითი სახის შეხვედრის შემდეგ ჩატარდა ტრენინგები. თეორიული კურსი მოიცავდა პირველადი სამედიცინო დახმარების სხვადასხვა უნარჩვევების გაცნობას მონაწილეთათვის. მათ მასალა გადაეცათ წიგნების სახით. ბენეფიციარებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულად შეესწავლათ ნახვევების დადების ტექნიკა.მათ მონაწილეობა მიიღეს უბედური შემთხვევის სხვადასხვა სიმულაციაში, რის შემდეგაც ჩაუტარდათ ტესტირება.


ტბა 23.06.11

ასოციაცია "გენეზისი" 23 ივლისს ტბის გამგეობას ეწვია. ჩატარდა გაცნობითი სახის პრეზენტაცია, დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, ორგანიზაციის აპლიკაციები, რომელიც 15 მა პირმა შეავსო. საუბარი შეეხო პროექტის ამოცანებსა და მიზნებს. Pპროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პირველადი დახმარების შსესახებ.


აჭარა

ახალშენი 16-18.06.11

პროექტის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა ახალშენის თემის გაგმგებელთან ბატონ შოთა თურმანიძესთან და თემში შემავალი სოფლის წარმომადგენლებთან. გამგეობის წევრები გაეცნენ პროექტის რაობას, მიზნებსა და სამოქმედო გეგმებს. დათვალიერებული იქნა სათემოს სოფლები. კერძოდ, ის ოჯახები, რომელთა სახლ-კარი დაზიანდა მეწყერის დროს.

გაგრძელება

აღნიშნულ სათემოში ჩატარდა გაცნობითი სახის შეხვედრა, რომელიც მოიცავდა პროექტის ამოცანებისა და მიზნების წარდგენას მონაწილეთათვის. 15 მა დამსწრემ შეავსო აპლიკაციის ფორმა. მოხალისეებს დაურიგდათ ბროშურები და წიგნები. პირველადი დახმარების შესახებ მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი თეორიული ინფორმაცია. ასევე მიეცათ უბედური შემთხვევის სხვადასხვა სიმულაციაში ჩართულობის პრაქტიკული შესაძლებლობა.

რაჭა

ონი 6-7.07.11

6-7 ივნისს პრეზენტაცია ჩატარდა ონის გამგებელთან ბატონ ვალერიან გობეჯიშვილთან და შეუბანისა და გომის სათემოების გამგებლებთან. მსმენელებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ორგანიზაციის ზოგადი საქმიანობის, თავად პროექტის მიმდინარეობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დარიგდა ბროშურები. შეხვედრაზე გამოიკვეთა საკითხი ონში მდებარე სამაშველო სამსახურში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, რის შემდეგაც განხილული იქნა პროექტში რამოდენიმე მაშველის გადამზადების საკითხი. მსმენელთაგან 14 მა შეავსო მოხალისისათვის განკუთვნილი სააპლიკაციო ფორმა.

ონი 25-30.07.11

25-30 ივნისს სწავლება ჩატარდა ონის კულტურის სახლში. 14 მოხალისე დაკომპლექტდა ორ შვიდკაციან ჯგუფად, რომელთაც ცალ-ცალკე გაიარეს სამდღიანი სემინარები.

მოხალისეებს ჩაუტარდათ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული კურსი პირველადი დახმარების შესახებ,რასაც მოჰყვა ტესტირება.

mouseover