დარინა ვარდმანიძე

დარინა ვარდმანიძე 20 წლის, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის სათემოს სოფელ ზედა ყოროლისთავის მკვიდრი.

დარინამ ტრეინინგების დროს გადალახა ყველა სიძნელე და ბოლოს საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. საველე პირობებში ვარჯიშებისას მან თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა. დარინამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც, პროგრამის წარმომადგენლებზე და ინსტრუქტორებზე ასევე მოხალისეებზე.

ტრეინინგებით და უშაუალოდ ტრეინინგების პროცესში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დარინა კმაყოფილი დარჩა.

დარინა: "მე ვაცნობიერებ საჭიროების დროს თუ რა სარგებლობა შეიძლება მომიტანოს მიღებულმა უნარ-ჩვევებმა. სურვილი მაქვს მსგავსი პროექტების ფარგლებში, თუ კი ეს შესაძლებელი იქნება, მომავალშიც ვითანამშროლო გენეზისთან".