გიორგი ცინარიძე

გიორგი ცინარიძე 19 წლის. საშუალო განათლებით, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ ჩელტას მკვიდრი.

გიორგიც მსავს პროექტში პირველად მონაწილეობდა. მან ორივე ტრენინგი, როგორც პირველადი დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის გაიარა თანაბრად კარგად. თეორიული ნაწილის დროს, გამოირჩეოდა ინტერესით და მთლიანად იყო ჩართული ტრენინგების პროცესში, პერიოდულად სვამდა შეკითხვებს და გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. პრაქტიკულ დავალებებს ასრულებდა ხალისით და მოდომებით. ტრენინგების ბოლოს ტესტირებებისას აჩვენა დადებითი შედეგები.

გიორგი: კმაყოფილი ვარ ტრენინგებით. გარდა ცოდნისა და უნარ-ჩვევებისა, რომელიც მე მივიღე, პროექტის მიმდინარეობის დროს ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. გამოვხატავ ინტერესს პროგრამის გაგრძელების და გაფართოების შესაძლებლობაზე და შემდგომში მსგავს პროექტებში ჩართვასთან დაკავშირებით".