ბეგლარ ბალაძე 20 წლის, კურსანტი, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ კაპრეშუმის მცხოვრები.
ბეგლარმა ტრეინინგების პროცესი წარმატებით გაიარა. ყურადღებით ისმენდა ინსტრუქტორების მიერ ჩატარებულ ლექციებს და ასევე მონდომებით იყო ჩართული პრაქტიკული სავარჯიშოების პროცესში. გამოხატავდა ინტერესს სხვადასხვა საკითხებისადმი, სვამდა შეკითხვებს და გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს.
ბეგლარი: ”კმაყოფილი ვარ ჩატარებული ტრეინინგებით, მიღებული გამოცდილებით და შეძენილი უნარ-ჩვევებით. მაინტერესებს თუ როგორი გაგრძელება და განვითარება ექნება თქვენ მიერ დაწყებულ პროგრამას. ჩემი სურვილია მომავალშიც ჩავერთო მსგავს პროექტებში, თუ ეს შესაძლებელი იქნება".