საფარიძე ლია

საფარიძე ლია 28 წლის, ექთანი. ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ კაპრეშუმის მკვიდრი.

ლია გამოირჩეოდა აქტიურობით, ტრეინინგები კარგად გაიარა და კმაყოფილი დარჩა როგორც მიღებული უნარ-ჩვევებით, ასევე ტრეინინგების ორგანიზებით. იგი დანიშნული იქნა მოხალისეთა II ჯგუფის მეთაურის თანაშემწედ.

ლია: "მე ვფიქრობ ძალიან საჭირო და სასარგებლოა პირველი დახმარების უნარ-ჩვევების ცოდნა, არა მარტო ჩემი სოფლის არამედ, ისეთი პრობლემური რეგიონის მოსახლეობისათვის, როგორიც ორთაბათუმის სათემოა. მიზანშეწონილად მიმაჩნია პროექტის შემდგომში გაგრძელება. ჩემი სურვილია მსგავს სასარგებლო ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა".