კობა შარიქაძე

კობა შარიქაძე - 20 წლის, ლაგოდეხის რაიონის, ნინიგორის ტერიტორიული ორგანოს ,სოფელ გურგენიანის მკვიდრი.

კობამ თავიდანვე აქტიური მოხალისის შთაბეჭდილება დატოვა და ტრენინგების დროს ჩვენი მოლოდინი გაამართლა. კობას ოჯახი ბევრჯერ დაზარალებულა წყალდიდობის დროს. თვითონ ხშირად დახმარებია სხვა ოჯახებს. ის სრულყოფილად ასრულებდა ინსტრუქტორის ყველა დავალებას. კობა მოხალისე მაშველია.