თამარ ოსანაძე

თამარ ოსანაძე 31 წლის, ექთანი. ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ ქვედა აგარას მკვიდრი.

თამარმა საკმაოდ კარგად აითვისა სატრეინინგო მასალა პირველი დახმარების უნარ-ჩვევების შესახებ, მისი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი.

თამარი: "ტრეინინგებით კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით ის რაც მე შევისწავლე აუცილებელია არა მხოლოდ სოფლის და მეწყერ საშიშ ადგილებში მცხოვრებთათვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისათვის. სურვილი მაქვს და მზად ვარ მომავალში ურთიერთთანამშრომლობისთვის".