კატასტროფა
კატასტროფა შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივ კატასტროფებს მიეკუთვნება: წყალდიდობა, მეწყერი, ქარბუქი, მიწისძვრა და სხვა. ხელოვნური კატასტროფებია: ომი, ავია და ავტო კატასტროფა, ხანძარი, აფეთქება და ა.შ.
გენეზისის პროექტი: "საქართველოს სოფლის თემებისათვის გადაუდებელი და კატასტროფის სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება" ბუნებრივ და ხელოვნურ კატასტროფებზე რეაგირებას ეხება. კერძოდ წყალდიდობას, მეწყერს, ზვავებს და საომარ სიტუაციებს.
პროექტის მიზანი
სოფლების მოხალისეებისათვის კატასტროფების დროს სწორი რეაგირებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
პროექტის ძირითადი მიმართულება
- ბუნებრივი კატასტროფებისაგან თავდასაცავად და შესაძლო ზარალის შესამცირებლად უნარების და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება იმ სოფლების მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი ადგილი ბუნებრივი კატასტროფების სიხშირით გამოირჩევა;
- სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებული ტერიტორიებიდან არიან და აპირებენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას ან/და მათთვის, ვინც ოკუპიებული ტერიტორიების მიმდებარე ზონებში არიან დასახლებული.
პროექტის მიმდინარეობა
- მოხალისეების შერჩევა, ადგილობრივი პირველადი დახმარების ჯგუფის ჩამოყალიბება და საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება
- საგანმანათლებლო სესიების ჩატარება თემების ფართო ჯგუფებისათვის
- მოხალისეთა ჯგუფების პირველი სამედიცინო დახმარების ნაკრების და კატასტროფებზე რეაგირებისათვის აუცილებელი ძირითადი ხელსაწყოებითა და ნივთებით უზრუნველყოფა
მოსალოდნელი შედეგები
- სოფლებში კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფების არსებობა
- "გენეზისის" ორგანიზაციული განვითარება კახეთის, შიდა ქართლის და აჭარის რეგიონებში სოციალურად დაუცველი სოფლის თემებისათვის კატასტროფების მდგომარეობებისათვის საჭირო პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების რეგულარული სწავლების მიზნით
- საუკეთესო შედეგების გაზიარება სხვა სოციალურად დაუცველ თემებისათვის
ბუნებრივი კატასტროფების დროს სასწრაფო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
- პირველი სამედიცინო ექიმამდელი დახმარება;
- ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- წყლით გავრცელებადი დაავადებების პრევენცია და მართვა;
- პროფილაქტიკური მზადება და სასწრაფო დახმარების აღმოჩენა წყალდიდობების, მეწყერების, ზვავებისა, ქარიშხლების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების დროს
მოსახლეობისათვის აუცილებელი სასწრაფო დახმარების უნარ-ჩვევების გამომუშავება ხელოვნური კატასტროფის დროს და მის შემდგომ პერიოდში
- როგორ აღმოვუჩინოთ ომის დროს დაზარალებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება;
- რა უნდა მოვიმოქმედოთ დაბომბვის დროს;
- ევაკუაცია და სიტუაციის მართვა ხანძრის დროს;
- დანაღმული ტერიტორიის ამოცნობა და აფეთქების თავიდან აცილება;
- დაბინძურებული წყლით დაავადებების გავრცელების პრევენცია, სხვა