![]() |
ოსტეოპოროზი | ![]() |
რა არის ოსტეოპოროზი ? "ოსტეოპოროზი" სიტყვასიტყვით ძვლების ფოროვნების მომატებას ნიშნავს. ნორმალური ძვალი ოსტეოპოროზული ძვალი
ძვალი აგებულია მკვრივი ცილისა და კალციუმის მარილებისაგან შემდგარი ხარიხებით. ეს ხარიხები მუდმივად განახლებადი ცოცხალი ქსოვილია, რომელშიც ერთდროულად მიდის ძვლის უჯრედების წარმოქმნის და დაშლის პროცესი. ბავშვებსა და ახალგაზრდებში ძვლის ახალი ქსოვილის წარმოქმნის პროცესის სიჩქარე სჭარბობს დაშლისას. ამის გამო ძვალი იზრდება და მკვრივდება. 35 წლის ასაკის შემდეგ იწყება ორგანიზმის ნორმალური დაბერების პროცესი, რის ფონზეც ძვლის ქსოვილის დაშლა სჭარბობს წარმოქნა-განახლებას. ადამიანს ძვლები ყველაზე მაგარი 20-35 წლის ასაკში აქვს. რა უწყობს ხელს ოსტეოპოროზის განვითარებას?
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ოსტეოპოროზით დაავადებულთა უმრავლესობას შეადგენენ 65 წელზე მეტი ასაკის ქალები, ანუ ისინი, ვისაც კარგა ხანია დაეწყო მენოპაუზა (კლიმაქსი). როგორც ცნობილია, მენოპაუზა გამოწვეულია ქალის სასქესო ჰორმონების კლებით. სწორედ ერთ-ერთი სასქესო ჰორმონი - ესტროგენი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ძვლის ქსოვილის განახლების პროცესში, მისი ნაკლებობა განაპირობებს ოსტეოპოროზის განვითარებას; გარდა ბუნებრივი მენოპაუზისა, ესტროგენების დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს:
რა ნიშნებით ვლინდება ოსტეოპოროზი? ოსტეოპოროზს “ჩუმ" დაავადებას უწოდებენ. ადამიანების უმრავლესობამ არც იცის, რომ მათი ძვლები ცვდება და განილევა. ოსტეოპოროზი წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე შეიძლება მიმდინარეობდეს. თუმცაღა, უხშირესად, მის პროგრესირებასთან ერთად ვლინდება გარკვეული სიმპტომები, რაც ჯეროვან ყურადღებას მოითხოვს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ხართ 50 წელზე მეტის, გაქვთ ზემოჩამოთვლილ რისკის ფაქტორთაგან ორი ან მეტი და შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:
ოსტეოპოროზის ყველაზე ტიპიური და სარწმუნო გამოვლინებაა ძვლის მოტეხილობა, რომელიც უმნიშვნელო ტრავმის ან დატვირთვის შედეგად (დაცემისას ან უხერხული მოძრაობა) შეიძლება განვითარდეს:
როგორ შეიძლება ოსტეოპოროზის თავიდან აცილება?
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ახალგაზრდობიდანვე უნდა დაიწყოს.
სტატისტიკურად დადგენილია, რომ მათ ვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი აქვს, რეგულარულად ვაგჯიშობს დადის და ნორმალურად იკვებება, ოსტეოპოროზი ბევრად უფრო გვიან ეწყება. ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჯანმრთელი კვება: მკვრივი ძვლების წარმოქმნისა და შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და კარგად დაბალანსებული კვება. პურისა და მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცეულის და თევზეულის კომბინაციამ უნდა უზრუნველყოს თქვენი ორგანიზმი საჭირო საკვები პროდუქტებით. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის განსაკუთრებით ღირებულია კალციუმით მდიდარი პროდუქტები. გამოთვლილია, რომ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის 40 წელს ზევით ქალებს და 55-60 წელს ზევით მამაკაცებისათვის აუცილებელია 1000-1500 მგ კალციუმი დღეში: ცხრილში მოყვანილია კალციუმით მდიდარი პროდუქტები და მათში კალციუმის შემცველობა: კალციუმის შეწოვისათვის ორგანიზმს D ვიტამინი ესაჭიროება. ზაფხულის თვეებში სახესა და მხრებზე 15-20 წთ-ის განმავლობაში დღის სინათლის მოხვედრა სრულიად საკმარისია ორგანიზმში D ვიტამინის წლიური მარაგის შესაქმნელად და ამისთვის მზის აბაზანების ხანგრძლივად მიღება და გარუჯვა საჭირო არ არის. საკვები პროდუქტებიდან D ვიტამინის წყაროს მარგარინი და ცხიმიანი თევზი წარმოადგენს. ვარჯიში
რეგულარული ვარჯიში ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს, რადგან აუმჯობესებს ძვლების ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მათი სიმკვრივის შენარჩუნებას. სასარგებლოა:
თუ არასოდეს გივარჯიშიათ, ფიზიკური დატვირთვა თანდათანობით გაზარდეთ ისე, რომ ჯერ ვარჯიშის სიხშირე გაზარდოთ, ხოლო შემდეგ ინტენსივობა. თუ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გაქვთ, რომლებიც თქვენი გულის და სუნთქვის ფუნქციას არღვევს (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ქრონიკული ბრონქიტი, ასთმა და სხვა), ვარჯიში მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ დაიწყეთ.
ოსტეოპოროზის მკურნალობა ამჟამად არსებობს ეფექტური მკურნალობის სხვადასხვა ტიპები, რომლებიც ძვლის სიმკვრივეს ზრდიან და მოტეხილობათა პროფილაქტიკას ახდენენ. ესენია:
გახსოვდეთ, რომ მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია. თვითმკურნალობა დაუშვებე-ლია, რადგან არასწორად მიღებულმა წამალმა შეიძლება ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების
თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.
|