ათეროსკლეროზის დროს |
სამკურნალო დიეტა ახდენს ორგანიზმის ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ნივთიერებათა ცვლის პროცესების და სისხლის შედედების უნარის ნორმალიზებას, აგრეთვე, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლის გამავლობას. ეს მიიღწევა, ერთის მხრივ, რაციონის კალორიულობის შეზღუდვით, ანუ ცხოველური ცხიმების და ნახშირწყლების დღიური დოზის შემცირებით, ხოლო, მეორე მხრივ, კვების რაციონის ლიპოტროპული ნივთიერებებით (ქოლინი, მეთიონინი) მცენარეული ცხიმებით, უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, C, P და B ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმის და მაგნიუმის მარილებით გამდიდრების ხარჯზე. საკვების განაწილება დღის განავლობაში თანაბარი უნდა იყოს (არანაკლებ 4-5 ჯერ დღეში). დღის ბოლოს მიღებული საკვების რაოდენობა უნდა იყოს უფრო მცირე, ვიდრე დღის პირველ ნახევარში. საკვები უნდა მიიღოთ, არაუგვინეს 2 საათით ადრე, დაძინებამდე.საკვები მზადდება მარილის დამატების გარეშე. ექიმთან შეთანხმებით, ნებადართულია დღეში მხოლოდ 4-5 გ. (1 ჩ.კ.) მარილის გამოყენება. პროდუქტები იხარშება, ან მზადდება ჰაერღუმელში ცხიმის გარეშე. დღის განმავლობაში მისაღები სითხის რაოდენობა შეადგენს 1 - 1,5 ლ. დღეში ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის ნებადართულია შემდეგი პროდუქტების მიღება:
პურ-ფუნთუშეული
წვნიანი კერძები
ხორცი
თევზეული
კვერცხი
ბოსტნეული და მწვანილი
ხილი და ხილის წვენები
ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი
რძე და რძის პროდუქტები
ცხიმები
ტკბილეული
სასმელები
განსაკუთრებით რეკომენდებულია: კალიუმის მარილებით მდიდარი უმი ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო) და ხილი (ატამი, გარგარი, ანანასი, ასკილი, ქიშმიში, შავი ქლიავის და გარგარის ჩირი), აგრეთვე მაგნიუმის მარილებით მდიდარი საკვები (სოია, ქერი, წიწიბურა, ხორბალი, ნიგოზი, ნუში). ათეროსკლეროზით დაავადებულებს ეკრძალებათ:
ცხიმიანი ხორცი, ხორცის ნახარში, ტვინი, გულ-ღვიძლი, ხიზილალა, ღორის, ცხვრის და ძროხის ლორი,
ათეროსკლეროზით დაავადებულთა დიეტის ქიმიური შემადგენლობა:ცილები - 100 გ.ცხიმები - 80 გ.ნახშირწყლები - 350 გ. (შაქარი - 40 გ.) ენერგეტიკული ღირებულება 2600 კკალ. ჭარბი წონის შემთხვევაში, ენერგეტიკული ღირებულება მცირდება პურისა და შაქრის რაოდენობის შემცირების ხარჯზე. გთავაზობთ ათეროსკლეროზის სამკურნალო დიეტის ერთი დღის მენიუს: მთელი დღის განმავლობაში ნებადართულია 250 გ. პური (150 გ. შავი, ან რუხი და 100 გ. თეთრი), შაქარი - 40 გ. საუზმე
მეორე საუზმე
სადილი · სხვადასხვა ბოსტნეულისგან მომზადებული ვეგეტარიანული წვნიანი-500გ. · მოხარშული ხორცი - 60გ. შერეული ბოსტნეულის გარნირით - 150 გ. · ვაშლის კომპოტი -1 ჭიქა. სამხარი · მოხარშული თევზი - 85 გ. · კარტოფილის პიურე - 150 გ. (ზეთით) · ფლავი ხილით - 180 გ. · ჩაი რძით - 1 ჭიქა. ვახშამი 21 საათზე · 1 ჭიქა მაწონი, ან შავი ქლიავის ჩირი (დამბალი) - 50 გ. ათეროსკლეროზის გართულებისას, მიოკარდიუმის ინფარქტით, ან ჰიპერტონული, კუჭნაწლავის და სხვა დაავადებათა თანხლებისას, დიეტის კორექცია უნდა მოახდინოს ექიმმა.ათეროსკლეროზით დაავადებული ჭარბი წონის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების შემცირება პურის, შაქრის, კარტოფილის, ბურღულეულის რაოდენობის შემცირების ხარჯზე. ექიმთან შეთანხმებით, გამოიყენება სხვადასხვა სახის კონტრასტული (განტვირთვის) დღეები. ხორცის ან თევზის დღე 250 - 300 გ. მოხარშული ხორცი ან თევზი გაყავით 5 ულუფად და თითო ულუფას დაუმატეთ 50 გ. ნებისმიერი ბოსტნეულის გარნირი. დღის განმავლობაში ნებადართულია 3 ჭიქა ასკილის, ან ხილის წვენი. ხაჭოს დღე 400 - 500 გ. ხაჭო, ან ხაჭოს ნამცხვარი გაყავით 5 თანაბარ ულუფად. დღის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ 3 ჭიქა მაწონი/კეფირი, ან რძე. ვაშლის დღე 1,2 კგ. ვაშლი გაყავით 5 ტოლ ულუფად, დაუმატეთ 100 გ. ხაჭო, ან მოხარშული ხორცი (დღის, ან საღამოს საათებში). დღის განმავლობაში ნებადართულია აგრეთვე 2 ჭიქა ასკილის ნაყენი.ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის, რომელთაც მიდრეკილება აქვთ სისხლის შედედების მაღალი ფაქტორისკენ, რეკომენდებულია რაციონში ზღვის პროდუქტების დამატება. ძირითადი დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, აგრეთვე ინდივიდუალური და ნაციონალური ჩვევების გათვალისწინებით, ექიმმა, შესაძლებელია, ცვლილებები და დამატებები შეიტანოს ზემოთ აღნიშნულ რეკომენდაციებში, განსაკუთრებით, პაციენტის მიერ მედიკამენტოზური და სხვა თერაპიის გათვალისწინებით.
თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. |