"გენეზისი"-ს ძირითადი მიზნები
ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირებასა და მდგრად, თვითდაფინანსებად სისტემაზე გადასვლისათვის ხელშეწყობა.
ქართულ საზოგადოებაში “ქველმოქმედების კულტურის" აღორძინება.
გენეზისის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
- თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი, არამომგებიანი სამედიცინო მომსახურების სტრუქტურების შექმნა და განვითარება;
- ჯანდაცვის სტრუქტურების ისეთი სადემონსტრაციო მოდელების შექმნა, რომლებსაც შეეძლებათ მდგრადი და თანმიმდევრული საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება;
- ჯანდაცვის მდგრადი, ხარჯთეფექტური, არამომგებიანი სისტემების ჩამოყალიბებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
- მოსახლეობის უმრავლესობის გადახდისუნარიანობაზე მორგებული ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის განვითარების შესაძლებლობათა კვლევა და სამოდელო პროექტების განხორციელება;
- საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების გათვითცნობიერება გადამდები და არაგადამდები დაავადებების შესახებ;
- ექიმებისა და დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებისა მიწოდება და თანამედროვე ლიტერატურით უზრუნველყოფა.