დაავადების დროს |
ჰიპერტონული დაავადების მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამკურნალო კვებას. სამკურნალო დიეტა ახდენს ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას, ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმლების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე. ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას. დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობა. რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს კალიუმის და მაგნიუმის მარილებით, C, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებებით და მიკროელემენტებით, მათ შორის ორგანული იოდით. კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება. დღის განმავლობაში მისაღები საკვები უნდა გაანაწილოთ ტოლ ულუფებად (არანაკლებ 4-5-ჯერ კვება დღეში), ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე, არაუგვიანეს, 2 საათით ადრე. საკვები მზადდება უმარილოდ. მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია დღეში 3-5 გ. სუფრის მარილის მიღება. დღის განმავლობაში მისაღები თავისუფალი სითხის საერთო რაოდენობა (წვნიანი კერძების ჩათვლით), შეადგენს 1,5 ლ. პროდუქტები, იხარშება, ან მზადდება ჰაერღუმელში უცხიმოდ. ნებადართულია შემდეგი პროდუქტები და კერძები:
პური და ცომეული
წვნიანები
ხორცი
თევზეული
კვერცხი
ბოსტნეული და მწვანილი
ხილი და ხილის წვენები
ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი
რძე და რძის პროდუქტები
ცხიმები
ტკბილეული
სასმელები:
ჰიპერტონული დაავადების მქონე ავადმყოფთათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია: უმი ხილი (ბანანი, ანანასი, გარგარი, ატამი, ასკილი, ქიშმიში, გარგარის და შავი ქლიავის ჩირი) და ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო), კალიუმის მარილებით და მაგნიუმის მარილებით (სოია, ქერი - "ჰერკულესi", წიწიბურა, ნიგოზი, ნუში) მდიდარი პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, რომლებიც, გარდა ზემოთ ნახსენები მარილებისა, შეიცავენ ორგანულ იოდს (ზღვის კომბოსტო, მიდიები). ჰიპერტონული დაავადების მქონე ავადმყოფებს ეკრძალებათ:
- ცხიმიანი ხორცის, თევზის და ხორცის ძლიერი ნახარში,
ჰიპერტონული დაავადების დროს რეკომენდებული დიეტის ერთი დღე: მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ: თეთრი პური - 150 გ., ჭვავის პური -150 გ., შაქარი - 50 გ., კარაქი - 10 გ. საუზმე
მეორე საუზმე
სადილი
სამხარი
ვახშამი
ყველა კერძი მზადდება უმარილოდ. იმისათვის, რომ უმარილო საკვები უფრო გემრიელი იყოს, მისი მომზადებისას გამოიყენეთ ლიმონი, შავი ქლიავი, თაფლი, ოხრახუში, დარიჩინი, კამა, ლიმონმჟავა, ცუკატები, ხილის და ბოსტნეულის წვენები. უმარილო პურის გამოსაცხობ ცომში შეიძლება დაემატოს ძირა, ქინძი. რაციონის შედგენისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ პროდუქტებში მარილის შემცველობა. მცირე რაოდენობით მარილის შემცველ პროდუქტებს განეკუთვნება: ბრინჯი, ქერი ("ჰერკულესი"), კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, საქონლის და კურდღლის ხორცი. II დ III სტადიის ჰიპერტონული დაავადების მქონე ავადმყოფთა დიეტაში უფრო მკაცრად შეიზღუდება მარილი, კვერცხი, (კვირაში 2-3 ცალი). ხორცის და თევზის სუსტი ნახარშის მიღება ნებადართულია მხოლოდ კვირაში ერთხელ. საქონლის, ქათმის, თევზის უცხიმო ხორცის მიღება შეიძლება, მხოლოდ მოხარშული სახით (ან ჰაერღუმელში დამზადებული). გაცილებით მეტად იზღუდება არაჟანი, ნაღები, კარაქი და ერბო. როდესაც ჰიპერტონულ დაავადებას თან ერთვის ათეროსკლეროზი, კუჭნაწლავის დაავადებები და სხვა თანმხლები დაავადებები, დიეტის კორექცია უნდა მოახდინოს ექიმმა. ჭარბი წონის მქონე პაციენტებმა, სასურველია, შეამცირონ დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება პურის, შაქრის, ბურღულეულის, მაკარონის და კარტოფილის შემცირების ხარჯზე. ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სხვადასხვა სახის განტვირთვის დღეების ჩართვა. ხაჭოს დღე
მაწვნის დღე
საზამთროს დღე
ვაშლის დღე
გარგარის ჩირის დღე
რძის დღე
სალათის დღე
ძირითადი და თანმხლები დაავადებების მიმდინარეობის მიხედვით, აგრეთვე, ინდივიდუალური და ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით, ექიმმა, შესაძლებელია, შესწორებები და დამატებები შეიტანოს დიეტაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა.
თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. |