Logo The GENESIS Association English version
კლინიკები: ორთაბათუმის კლინიკა

 

პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ორთაბათუმში

ჰოლანდიურ ფონდ NOVIB-ის ფინანსური დახმარებით ასოციაციის მიერ დაფუძნდა და დღემდე ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ორთაბათუმში. ყოფილი ამბულატორიის ჩვენს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებული პჯდ ცენტრი 2001 წლის ნოემბრიდან დღემდე პირველადი სამედიცინო მომსახურეობის სრული პაკეტით უზრუნველყოფს თემში შემავალი 9 სოფლის 10042 მოსახლეს.

ცენტრში მომუშავე მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალი კლინიკური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და, ამასთან ერთად, აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო მუშაობასაც სხვადასხვა ინფექციური და არა ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით. ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე, "გენეზისმა" ხელვაჩაურის რაიონის სამიზნე სოფლებში ჩაატარა საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ჯანმრთელობის 33 სხვადასხვა თემაზე, გაავრცელა 13 200 საგანმანათლებლო ჯანდაცვითი ბუკლეტი, მოაწყო არა ერთი უფასო გასინჯვა/ღია კარის დღე თბილისიდან მოწვეული სეპციალისტების მონაწილეობით.

ასოციაცია, ასევე, დაინტერესებულია თემის იმ პრობლემების მოგვარებით, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, მაგალითად, არასაკმარისი და უვარგისი სასმელი წყლის საკითხი, რასაც მოწმობს გენეზისის მიერ ჩატარებული აქტივობები – ხელმისაწვდომი სასმელი წყლის ვარგისიანობის შესწავლა და მოსახლეობის კვლევა წყლით გადამდები პარაზიტებით დასნებოვნებაზე.

2006 წელს, "გენეზისმა", ხელვაჩაურის გამგეობასთან ერთად, თანადაფინანსებით, განახორციელა სოფელ წიქარეულის წყალმომარაგების აღდგენის პროექტი.

2005 წლიდან დღემდე საქართველოს შინ მოვლის კოალიციასთან პარტნიორულ პირობებში ხორციელდება ორთაბათუმის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შინ მოვლის პროექტი.

2006 წლიდან იაპონიის მთავრობისა და შვეიცარიული ბაზელის ”ლომების კლუბის” ფინანსური და პროფესიული დახმარებით პჯდ ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი. ცენტრის კონსულტანტის, შვეიცარელი პროფესორის, ბრიგიტ იანის მიერ უკვე 6 წელია, წელიწადში ორჯერ ხორციელდება ღია კარის დღეები პაციენტებისათვის და საქველმოქმედო პროფესიული გადამზადების სემინარები რეაბილიტაციის ექიმებისა და ფიზიკური თერაპისტებისთვის.

2012 წლის 20 იანვარს აარ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმდა ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N142 განკარგულებით დამტკიცებული "ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) კომპონენტის" განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად.


მისამართი:“გენეზისის" პირველადი ჯანდაცვის ცენტრი
სოფ. ორთაბათუმი, ხელვაჩაურის რაიონი,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ტელ: 422 293327

 

Copyright © 2001-2012 ასოციაცია "გენეზისი"