ასოციაცია "გენეზისის" მიერ, საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გაწეული სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება
ასოციაცია "გენეზისი"-ს მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის:
სამედიცინო დახმარება:
- ადგილზე სამედიცინო კონსულტაციები და დროებითი სამედიცინო საკონსულტაციო პუნქტების მოწყობა თავშესაფრებში.
- სამედიცინო დახმარება გენეზისის კლინიკაში - თბილისში. (ოჯახის ექიმის კონსულტაცია, ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვადასხვა დიაგნოსტიკური მომსახურება), ჯამში გამოვლინდა 48 მძიმედ დაავადებული პაციენტი. იძულებით გადაადგილებულ პირთა მიღება გაგრძელდა 2 კვირა.
- ლტოლვილთა თავშესაფრები მომარაგდა საბაზისო მედიკამენტებით, სამედიცინო მოხმარების საგნებით (თერმომეტრი, წნევის საზომი აპარატი).
- იძულებით გდაადგილებულ ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებს გაეწიათ ინდივიდუალური დახმარება. მათ გადაეცათ მედიკამენტები, სათვალეები, ხელჯოხები.
- გენეზისი დაეხმარა მეძუძურ დედებს და ორსულებს ლაქტაციის ხელშემწყობი საკვებით და მისცა რჩევები ლაქტაციის შეანარჩუნების, ბავშვთა მოვლის, კვების და იმუნიზაციის შესახებ. ორსულებს ჩაუტარდათ ზოგადი სამედიცინო კონსულტაციები და მოხდა მათი რეფერალი უფასო ჰოსპიტალებში. მათ გადაეცათ ასევე ჰიგიენური საგნები.
- მძიმედ დაავადებულ პაციენტთა შესახებ გენეზისი ინფორმაციას აწვდიდა ექიმებს, სპეციალიზირებულ განყოფილებებს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. ეპილეფსიით დაავადებულთა შესახებ ინფორმაციას აწვდიდა ეპილეფსიის ცენტრს და Word Vision-ს. ძალადობის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებოდა Human Right Watch-ის წარმომადგენელს. ფსიქიური აშლილობის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს: ნდობას და ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციას.
არა სამედიცინო დახმარება:
- ჰიგიენური საშუალებები (კბილის პასტა, ჯაგრისი, საპონი, შამპუნი, სარეცხი ფხვნილი, სადეზინფექციო ხსნარი და ა.შ);
- ლოგინი (საბანი, ლეიბი, თეთრეულის კომპლექტი, პირსახოცი);
- სამზარეულო აღჭურვილობა (ელექტრო ქურა, გაზის ქურა, ტაფა, ქვაბი, ლანგარი, დანა, ჩანგალი და ა.შ);
- ელექტრო საგნები (უთო, წყლის გამათბობელი, ელექტრო ნათურა);
- დასუფთავების და სარეცხი საშუალებები (ჯაგრისი, ვედრო, სარეცხი ფხვნილი, სარეცხი ღრუბელი და ა.შ);
- პირსაბანი (10 ლიტრიანი) რომელიც დამონტაჟდა ლტოლვილთა ოჯახის 251 ოთახში;
- ტანისამოსი და ფეხსაცმელი მოზრდილთათვის და ბავშვებისთვის;
- საცვლები მოზრდილთათვის და ბავშვებისთვის;
- თბილი ტანისამოსი მოზრდილთათვის და ბავშვებისთვის;
- "გენეზისი" ერთჯერადი საკვებით უზრუნველყოფდა ცენტრებს, იმ შემთხვევებში თუ გვიანდებოდა მათი მომარაგება საკვებით.
სულ დათვლილია 48 თავშესაფარი, რომელსაც გენეზისმა გაუწია დახმარება, აქედა 31 ცენტრს გაეწია ფართო ჰუმანიტარული დახმარება. 15 ცენტრს გაეწია ინდივიდუალური დახმარება (262 ლტოლვილამდე). მთლიანად გენეზისმა დახმარება გაუწია ცენტრებში მოთავსებულ 8,876 ლტოლვილს (მათ შორის 6 ორსულს, 34 მეძუძურ ქალს და 131 ჩვილს).