Logo The GENESIS Association English version
კლინიკები: თამარიანის კლინიკა

 

პირველადი ჯანდაცვის ცენტრი თამარიანში

პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მდებარეობდა სოფელ თამარიანში, ლაგოდეხის რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში აზერბაიჯანის საზღვართან. უსახსრობის გამო ცენტრმა შეწყვიტა ფუნქცონირება 2011 წლის აგვისტოში.

თამარიანის თემი: ლაგოდეხის რაიონის 3 სოფელი (3.000 ადამიანი)

პჯც-ის სამედიცინო პერსონალი: პედიატრი, თერაპევტი, ქირურგი, გინეკოლოგი, ექიმი-ლაბორანტი და ორი ექთანი.

გენეზისის მიერ ლაგოდეხის პჯც-სათვის ორგანიზებული საგანმანათლებლო სემინარები / კონსულტაციები.

2000-2011 წლებში მოეწყო 10 საგანმანათლებლო სემინარი პირველადი ჯანდაცვის სფეროში აქტუალურ თემებზე. ამ საგანმანათლებლო სემინარების დროს ჩატარდა უფასო კონსულტაციები.

დაიბეჭდა და გავრცელდა 15.860 ცალი ჯანდაცვითი საგანმანათლებლო ბროშურა, რომელმაც მოიცვა ჯანდაცვითი 10 თემა. ბროშურები გავრცელდა ლაგოდეხის თემში.

ეს ბროშურები არა მხოლოდ სემინარების და სპეციალურად მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამედიცინო კონსულტაციების დროს ვრცელდებოდა, არამედ ყოველდღიურად. გენეზისის თანამშრომლები ავრცელებდენ მათ თავიანთ პაციენტებში. ეს ბროშურები დიდი ინტერესით სარგებლობდა თამარიანის თემში. თემის წევრები ხშირად ბრუნდებოდენ ცენტრში რათა კიდევ წაიღოს ბროშურები თავიანთი მეზობლებისათვის, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავად ვერ ახერხებდენ მისვლას ცენტრში (განსაკუთრებით მოხუცები და ინვალიდები).


მისამართი: “გენეზისის " პირველადი ჯანდაცვის ცენტრი სოფ. თამარიანი, ლაგოდეხის რაიონი
ტელ: 599 153887

 

Copyright © 2001-2007 ასოციაცია "გენეზისი"