|
"გენეზისის" საქველმოქმედი კლინიკა
ასოციაცია "გენეზისის" საქველმოქმედო კლინიკა, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისის დიდუბის რაიონში, აეწყო 2000 წელს და ფუნქციონირებდა სრული დატვირთვით 2011 წლის ნოემბრამდე. დღესდღეობით კლინიკის მუშაობა შეჩერებულია დაფინანსების შეწყვეტის და რეორგანიზაციის გამო.
ასოციაცია "გენეზისის" საქველმოქმედო კლინიკა სამიზნე ჯგუფს სთავაზობდა ექიმთა კონსულტაციებს, პირველად გადაუდებელ დახმარებას, დიაგნოსტიკურ, სრულ ამბულატორიულ, ქირურგიულ და გინეკოლოგიურ მომსახურებას.
"გენეზისის" საქველმოქმედო სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდენ ქუჩის ბავშვები და ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრების აღსაზრდელები (1000-მდე ბავშვი), რომელთაც კლინიკა ემსახურებოდა უფასოდ. კლინიკა ასევე ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობდა თბილისის მოსახლეობას.
კლინიკა "გენეზისი" - აღჭურვილი იყო და ფუნქციონირებდა გერმანული, ჰოლანდიური და შვეიცარული ორგანიზაციების მხარდაჭერით.
კლინიკა "გენეზისი" სთავაზობდა შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებას:
- ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის კონსულტაცია;
- პედიატრის კონსულტაცია;
- გინეკოლოგის კონსულტაცია, ამბულატორიული გინეკოლოგიური პროცედურები და ოპერაციები;
- უროლოგის კონსულტაცია;
- ქირურგის კონსულტაცია, ყველა სახის ამბულატორიულ ქირურგიული მანიპულაცია და ოპერაცია.
კლინიკა "გენეზისი"-ს დღის სტაციონარში
კომფორტულ და ზედმიწევნით ჰიგიენურ პირობებში დღის განმავლობაში უზრუნველვყოფდით გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო დახმარებას.
კლინიკა "გენეზისი" აღჭურვილი იყო
თანამედროვე სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული ბაზით და სთავაზობდა:
- შინაგანი ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევას;
- ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ);
- ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს.
კლინიკა "გენეზისში" აგრეთვე, შესაძლებელი იყო ფიზიოთერაპიული მკურნალობა.
კლინიკა "გენეზისი" საჭიროების შემთხვევაში
უზრუნველყოფდა სამედიცინო მომსახურებას ბინაზე:
- ყველა სახის სამედიცინო კონსულტაციას;
- ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მკურნალობას;
- საექთნო სამსახურს;
- ელექტროკარდიოგრაფიას;
- შინაგანი ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევას;
- ლაბორატორიულ გამოკვლევებს.
კლინიკა "გენეზისი" თბილისში იყენებდა ფაგო-თერაპიას შემდეგი პათოლოგიების შემთხვევაში:
- მწვავე და ქრონიკული გარე ყურის ანთება
- მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ნაზოფარინგიტი
- აბსცესი
- ფლეგმონა
- ჩირქოვანი და გრანულაციური ჭრილობები
- ინფიცირებული დამწვრობა
- დისბაქტერიოზი, დისბიოზი
- ურეთრიტი, ბალანიტი, პროსტატიტი
- კონიუქტივიტი
- ფურუნკულოზი
- გავა-კუდუსუნუს კისტა (დერმოიდული კისტა)
- პარარექტალური ფისტულა
- ტროფიკული წყლული (დიაბეტური)
- პლევრალური აბსცესი
- ფაღარათით მიმდინარე ინფექციური დაავადებები
ასოციაცია "გენეზისის" ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაციის და სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილება სთავაზობდა შემდეგი სახის მომსახურებას:
- ექიმი-რეაბილიტოლოგის კონსულტაცია
- ზოგადი და ადგილობრივი მასაჟი
- მასაჟი შესაბამის სამკურნალო ფიზკილტურის კომპლექსთან ერთად
- სქოლიოზის კომპლექსი
- ბავშვთა ცერებრული დამბლის თერაპიული კურსი (მასაჟი, წერტილოვანი თერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა)
- გამაჯანსაღებელი კურსი
|
|