Logo The GENESIS Association English version
პროექტები

 

პირველადი ჯანდაცვა

პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესება საქართველოს გაღარიბებული თემებისათვის
2000 წლიდან "გენეზისის" მიერ აწყობილი იქნა ორი სოფლის ტიპის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ემსახურებოდა ხელვაჩაურის(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და ლაგოდეხის (კახეთის რეგიონი) რაიონების 12 სოფელს 15000 მოსახლით და ქალაქის ტიპის ამბულატორიული კლინიკა, რომელიც მდებარეობდა თბილისში დიდუბის რაიონში და ხელმისაწვდომი იყო ამ რაიონის ყველაზე ღატაკი ფენებისათვისაც. სამედიცინო ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად, "გენეზისის" ჯანდაცვის ცენტრები მოსახლეობას უზრუნველყოფდა პირველადი სამედიცინო განათლებით.

გენეზისის საქველმოქმედი კლინიკა
The Genesis Clinic ასოციაცია "გენეზისის" საქველმოქმედო კლინიკა (2000-2011), რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისის დიდუბის რაიონში, სამიზნე ჯგუფს სთავაზობდა ექიმთა კონსულტაციებს, პირველად გადაუდებელ დახმარებას, დიაგნოსტიკურ, სრულ ამბულატორიულ, ქირურგიულ და გინეკოლოგიურ მომსახურებას. "გენეზისის" საქველმოქმედო სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ქუჩის ბავშვები და ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრების აღსაზრდელები (1000-მდე ბავშვი), რომელთაც კლინიკა ემსახურებოდა უფასოდ. კლინიკა ასევე ემსახურებოდა რაიონის მოსახლეობას.

ასოციაციას გამოცემული აქვს 33 სახის "ჯანმრთელობის ბუკლეტი". გენეზისის საგანმანათლებლო სემინარებში მონაწილეობა მიიღო 7700-მდე ადამიანმა.

პროექტი, აგრეთვე, მოიცავდა გაღატაკებული მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის საჭიროებებისა და შესაბამისი მომსახურების სისტემების მიმართ მათი მოლოდინის ადვოკატირებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურების წინაშე. პროექტი ხელს უწყობდა სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის გაზრდასა და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა-გამოცვლის გააქტიურებას.

სამედიცინო ბიბლიოთეკა
"გენეზისს" აქვს თანამედროვე სამედიცინო ბიბლიოთეკა.

სამედიცინო საგანმანათლებლო ტრენინგი და სემინარები სკოლის მოსწავლეებისთვის, ობლებისთვის და სარეაბილიტაციო ცენტრების პერსონალისთვის

პერიოდული სამედიცინო-პოპულარული საგანმანათლებლო სემინარები ტარდებოდა სკოლებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში და ინტერნატებში ან გენეზისის ოფისში და მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები აივ/შიდსი;
  • ალკოჰოლიზმი და ნარკომანია
  • კანის დაავადებები და აუცილებელი ჰიგიენა მათი პროფილაქტიკისათვის;
  • ფიზიკური ვარჯიში ბავშვებისათვის ხერხემლის დეფორმაცი-ების დროს;
  • როგორ ავიცილოთ თავიდან სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები და დიარეა;
  • ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
 

Copyright © 2001-2012 ასოციაცია "გენეზისი"